დემონები – მათი წოდებები, ფუნქცია, მოვალეობები და ზოგადად ინფორმაცია მათ შესახებ
დემონები– ღვთაებრივ არსებათა გარკვეული ჯგუფი, სულები, რომლებიც ღმერთებისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდნენ, რომ მათ როგორც ღმერთებს, არ ჰქონდათ ადამიანის გარეგნობა. ძველად ადამიანები ყოველგვარ ბუნებრივ მოვლენას, რომლის ახსნაც მათ არ შეეძლოთ, დემონებს მიაწერდნენ. ჰომეროსის მიხედვით, ყოველგვარი აუხსნელი, გაუგებარი თუ საოცარი მოვლენა "დემონურია". დემონებითაა აღსავსე მთელი სამყარო და ადამიანთა ცხოვრება. გარკვეული, განსაკუთრებული ზღვარი დემონებსა
და ღმერთებს შორის არ არსებობდა. ხშირად დემონები გარკვეული ხნის შემდეგ ღმერთებად იქცეოდნენ ხოლმე და პირიქით, ღმერთებიც იქცეოდნენ ხოლმე გმირებად და დემონებად. ჰომეროსის მიხედვით, დემონები თითქოს მტრულ დამოკიდებულებაში არიან ადამიანებთან. ხშირად ისინი ადამიანს ართმევენ გონებას, ზოგჯერ აბრმავაბენ და სხვა. მოგვიანებით განასხვავებდნენ კეთილსა და ბოროტ დემონებს. ბერძენი იდეალისტი ფილოსოფოსების მოძღვრების თანახმად, ყოველ ადამიანს დაბადებიდან სიკვდილამდე ჰყავს საკუთარი დემონი, რომელიც განაგებს მის ყოველგვარ ცხოვრებას. შემდეგ ბერძნები დემონებს უწოდებდნენ რაღაც ზებუნებრივ ძალებს, რომელთა კულტი არ არსებობდა. რომში დემონები გენიუსთან გააიგივეს.ოლიმპიური რელიგიის დამხობის შემდეგ მრავალ ხალხში დარჩა წარმოდგენები დემონების შესახებ. ქრისტიანულმა რელიგიამ დემონები ბოროტ არსებად მიიჩნია.
LUCIFER
Lucifer— სახელი, რომლითაც მოიხსენიება რამდენიმე მითოლოგიური არსება და რომელსაც ქრისტიანულ სარწმუნოებაში განდგომილ ანგელოზს, სატანას, უწოდებენ. განდგომილ ანგელოზზე მითითება მომდინარეობს ბიბლიის ტექსტში (ისაია 14:3-20) ნახსენები წინადადების ინტერპრეტაციაზე, რომელშიც ვინმე, სახელით “დილის ვარსკვლავი” (ლათ. Lucifer) ზეციდან ჩამოგდებულად მოიხსენიება. იგივე ლათინური სიტყვა არის გამოყენებული დილის ვარსკვლავის აღსანიშნავად პეტრეს სახარებაში და სხვაგანაც, თუმცა მას სატანასთან კავშირი არ აქვს. მიუხედავად ამისა, მრავალ გვიანდელ წერილებში ეს ლათინური სიტყვა თარგმანის გარეშეა გამოყენებული, როგორც სატანის ზუსტი სახელი.
AZAZEL
![]() |
Add caption |
მცველი, მფარველი, მკვდართა ქალაქის ზედამხედველი ჯოჯოხეთის შიდა მხარეს.შორეული წარსულიდან ის ასწავლიდა მოკვდავებს შავ სწავლებას.ამბობენ, რომ მოკვდავ ქალთან მისი კავშირის შედაგად გაჩნდა პირველი შავმწიგნობარი და დღემდე არიან მისი შთამომავლები.მისი გამოძახება არ შეიძლება,რადგან ის თვითონ მიდის რჩეულებთან რათა მისცეს ცოდნა.
BELFEGOR
ასმოდეის დამხმარე.სიმდიდრისა და ფუფუნების ჯინი.გამოიყურება როგორც ადამიანი მგლის თავით,ალისფერ ტანსაცმელში და გვირგვინით თავზე.ხალისით მოდის შავმწიგნობრებთან და საუბრობს მათთან,თუ ხელშეკრულება შესთავაზა მათ,სანამ დათანხმდებიან წინასწარ უნდა შეისწავლონ აუცილებლად.
ASMODEUS
მოხიბვლის,სიცრუისა და ტყუილის ძალა.ჯოჯოხეთის განძეულის მცველი და მფარველი.ცხადდება როგორც უდიდესი მეფე,ბრწყინვალე სამოსელში და შეუძლია გაამდიდროს და ძალაუფლება მისცეს ყველას,ვინც მას მიმართავს.მისი სიმბოლოა ანთებული ზეთის ლამპარი.მას ემორჩილებიან მგლები და ლეოპარდები.ის მბრძანებელია მაქციათა და სულების 72 თაგან(მეფე სოლომონის გოეთია იგულისხმება).მის საპატივსაცემოდ წვავენ და ანთებენ სტირაქსს და ამბრას.